19:02 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 15:52:08, 776 ნახვა

პოლიტიკა
დავით სონღულაშვილის ინიციატივით, გურჯაანში ფრანგული აგროტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნება

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის,  დავით სონღულაშვილის ინიციატივით, გურჯაანში უახლოეს მომავალში ფრანგული აგროტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნება. ამის შესახებ  „კახეთი-იონის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ერიკ ჟანტიმ დავით სონღულაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

 მისი თქმით, ფრანგულ მხარესთან დაწყებულია მოლაპარაკებები შემდგომი პროცედურების შესახებ. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს აგრონომის პროფესიას, გაეცნოს მიმდინარე აგროსიახლეებს და პრაქტიკები საფრანგეთში, ბურგუნდიის აგროტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაიაროს.

„ჩემი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი გურჯაანში პროფესიული სასწავლებლების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა, სადაც შესაძლებელი იქნება აგრონომების, ინჟინრების, სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ ფრანგულ მხარესთან საუბარი, თუ რა შეგვიძლია ჩვენი მხრიდან გავაკეთოთ ამ პროექტის განვითარებისთვის. დავითი ჯერ მხოლოდ კანდიდატია, მაგრამ უკვე აქტიურად ჩართულია პრობლემების გადაწყვეტაში” ,- აღნიშნა ბურგუნდიის რეგიონის საბჭოს წევრმა "კახეთი-იონის" გამგეობის თავმჯდომარე, ერიკ ჟანტიმ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics