|
2016-09-10 15:51:19, 725 ნახვა
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე და გიორგი კოპაძე მოსახლეობას შეხვდნენ
,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთას, ორგორასა და რუსთავის ამომრჩეველს შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა მოკლედ მიმოიხილა ,,ქართული ოცნების“ მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული, ხალხზე ორიენტირებული პროექტები. მათ შორის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. გედევან ფოფხაძემ ასევე ისაუბრა მთის კანონზე, რომლითაც მაღალმთიანი სოფლები ისარგებლებენ. ასპინძის მუნიციპალიტეტზე კი იგი სრულად ვრცელდება. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობისგან მოისმინა პრობლემები,რაც ძირითადად სოციალურ და ყოფით საკითხებს შეეხებოდა- გზა, სარწყავი წყალი,გარე განათება, გაზიფიცირება. ,,ყველანაირად ვეცდებით, რომ ორ-სამ წელიწადში თქვენ გქონდეთ საბავშვო ბაღი, გზები, მოხდეს სოფლების გაზიფიცირება.თუმცა, ყველაფერი ერთად ვერ გადაწყდება. მინდა, გჯეროდეთ, ჩემი უმნიშვნელო დაპირება გაცილებით რეალური იქნება,ვიდრე სხვისი გულუხვი შემოთავაზება. ჩვენ უნდა დავსახოთ რეალური, სწორი გზა, რომ ხალხი არ დარჩეს მოტყუებული და იმედგაცრუებული,” -განაცხადა გედევან ფოფხაძემ. ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი კოპაძე. ამჯერად იგი არზნეს, ფლატეს, მლაშეს, გორგულის, ყარათუბანის, იჯარეთის, სამყურის, ღორძეს და ლელოვანის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. „მე და ჩემი გუნდი ყოველთვის ვისმენდით და ვითვალისწინებდით ხალხის აზრს. მოსახლეობის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა კვლავ გაგრძელდება და მე ვიქნები თქვენი ინტერესების დამცველი პარლამენტში.ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა“,- განაცხადა გიორგი კოპაძემ.
(NS)
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)