|
2016-09-09 18:08:17, 616 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის იუსტიციის მინისტრი დზინტარს რასნაჩსი დელეგაციის წევრებთან ერთად, დღეს სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. მინისტრები მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ და უშუალოდ მათგან მოისმინეს ის პრობლემები, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდებიან. კახა კახიშვილმა ლატვიის დელეგაციას საოკუპაციო რეჟიმის მიერ მავთულხლართების აღმართვისა და ადგილობრივი მოსახლეობის დაკავების ფაქტების გახშირების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტები, მათი მხრიდან, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის გამოხატულება და იმის ნიშანია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას საერთაშორისო საზოგადოება რეგულარულად ადევნებს თვალყურს.
„ჩვენს ტერიტორიაზე 21-ე საუკუნეში ვხედავთ, რომ სრულიად უკანონოდ მავთულხლართები გააბეს და თვლიან, რომ ეს არის მათი ტერიტორია. არსებობს ბევრი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვიყენებთ. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების დახმარებით, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტით, დარწმუნებული ვარ შევძლებთ ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაციას. ეს იქნება რთული გზა, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა. ლატვიის იუსტიციის მინისტრის დზინტარს რასნაჩსის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას მიაწვდის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალურ პროკურორს, რომელიც უახლოეს მომავალში ლატვიას ეწვევა. “ჯერ კიდევ 7 წლის წინ ვიყავი აქ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ჩემი აზრით, ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გამოვხატოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ადრე თუ გვიან, ეს მხარდაჭერა შედეგს გამოიღებს,” - აღნიშნა დზინტარს რასნაჩსმა. ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი დზინტარს რასნაჩსი დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის მოწვევით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)