|
2016-09-08 15:31:11, 859 ნახვა
სამხედრო
NAC-ის დელეგაციის შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან
დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დელეგაციის წევრებისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრას თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (DIB) უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოდერაცია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ გაუწია. უწყების ინფორმაციით, დისკუსიის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმასა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაზე. განხილვის მთავარი თემები, ასევე რეგიონული უსაფრთხოება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ნატოს დელეგაციის წევრებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს. „ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში პირველად ვიმყოფები. სკოლა ვითარდება და ჰოლანდიას წვლილი შეაქვს აღნიშნული სასწავლო დაწესებულების განვითარებაში. შეხვედრაზე ბევრი საკითხი განვიხილეთ. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" არსებულ მდგომარეობასა და მის გავლენას საქართველოზე“, - განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან ნატოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა მარიან დე კვასტენიეტმა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრები პარალელურ რეჟიმში საქართველოს შიდა რეფორმებისა და კონფლიქტების მოგვარების თემებზეც გაიმართა. უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის თემაზე შეხვედრა კი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ჩატარდა. DIB ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია და მისი მთავარი ამოცანა უსაფრთხოების სექტორში წარმატებული მმართველობის მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს შესაბამის სტრუქტურებთან, წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა. (NS)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)