|
2016-09-07 22:56:08, 931 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან სასტურმო „თბილისი რუმსში“ ორმხრივი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გატარებულ რეფორმებზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს ახალი სტრატეგიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ლევან იზორიას განცხადებით, ახლო მომავალში უწყებათაშორის ფორმატში აქტიურად დაიწყება ამ სტრატეგიაზე მსჯელობა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ნატოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენელი ნატოსა და ევროკავშირში დავით ნარდაია დაესწრნენ. ალიანსის მხრიდან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი და ნატოს სხვა მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)