|
2016-09-07 19:38:44, 754 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საქართველოში ვიზიტად მყოფი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი თალებ რიფაი მიიღო, რომელიც თბილისს ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენციის ფარგლებში ეწვია. საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან თალებ რიფაისთან საქართველოს ტურისტული - კონკრეტულად კი, ღვინის ტურიზმის პოტენციალი და შესაძლებლობები განიხილა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი უწოდა ბოლო წლებში საქართველოსა და მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციას შორის სწრაფად განვითარებულ ურთიერთობას. როგორც პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, მოხარულია, რომ ქვეყანაში პირველად იმართება ღვინის ტურიზმის მსოფლიო კონფერენცია, რადგან მიაჩნია, რომ საქართველოს, როგორც ღვინის უძველეს სამშობლოს, ღვინის ტურიზმის განვითარებისათვის უდიდესი პოტენციალი გააჩნია. "კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენას, ასევე, საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს პოპულარიზაციას. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს და მისი განვითარება და ხელშეწყობა საქართველოს ხელისუფლების მიზანია", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესაძლებლობების აქტიურად შესწავლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)