15:55 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 19:02:32, 721 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის შედეგები ნატო-ს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში აისახება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მხრიდან აღიარებული იქნა საქართველოს პროგრესი და ამ პროგრესის დინამიკა აუცილებლად შენარჩუნდება.

როგორც კვირიკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის  შედეგები ნატო-ს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში აისახება:

„ საქართველო დაუახლოვდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და მიაღწევს საბოლოო მიზანს - გახდება ნატოს სრულუფლებიანი წევრი. დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შედეგები აუცილებლად ჰპოვებს ასახვას ნატოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში. ჩვენ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს ამ უმნიშვნელოვანესი სამიტის საქართველოში ჩატარებისთვის”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის თითქმის ერთი წლის შემდეგ პირველად აშშ-ში ჩავიდა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი გორში ფესტივალის გაუქმების დაგმობის გამო, ევროკავშირს თავს ლუქსემბურგიდან ესხმის
პაპუაშვილი – ე.წ. უწყვეტი პროტესტი მიმართულია იქითკენ, თავის თავს რაღაცნაირად დააჯერონ, რომ არსებობენ
ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics