|
2016-09-07 16:34:27, 616 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ამ ეტაპზე უაღრესად დინამიურია
„საქართველო მის ხელთ არსებული პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალურად და ეფექტურად გამოყენებას გააგრძელებს, რათა ხელი შეუწყოს და დააჩქაროს პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის საბოლოო გაწევრიანების შესახებ“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განსავითარებლად აქტიურად არის ჩართული. „ნატო საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ამ ეტაპზე უაღრესად დინამიურია და ალიანსი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლებლობების განსავითარებლად აქტიურადაა ჩაბმული. უკანასკნელ პერიოდში ჩვენს ალიანსთან ერთად ნატო საქართველოს ორი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ - წვრთნისა დ შეფასების ეროვნული ცენტრი და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა. ჩვენ მადლობელი ვართ წევრი ქვეყნების მიერ ამ და სხვა ერთობლივი პროექტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. ნატოს ვარშავის სამიტზე მოკავშირეებმა გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერის ახალი პროექტების შესახებ. დღეს ჩვენ ამ პროექტების განხორციელებაზე ვიმსჯელებთ. ქართული მხარე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებშია ჩართული უკანასკენლ დროს დაწყებულ სტრატეგიულ დისკუში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ შავი ზღვის რეგიონი და საქართველო ევროპის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელია ამ რეგიონში სტაბილურობის გარეშე. საქართველო როგორც ასპრეანტი ქვეყანა აქტიურად მონაწიელობს ნატოს სამხედრო მისიებში და გლობალური უსაფრთხხოების განმტკიცებაში ღირსეული წვლილი შეაქვს. საქართველო მის ხელთ არსებული პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალურად და ეფექტურად გამოყენებას გააგრძელებს. რათა ხელი შეუწყოს და დააჩქაროს პოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის საბოლოო გაწევრიანების შესახებ“,-აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)