|
2016-09-06 19:49:25, 922 ნახვა
სამხედრო
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ვაკანსიას აცხადებს
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო, სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს წევრის მიღების მიზნით, ვაკანსიას აცხადებს (არაანაზღაურებადი). ვაკანსია ცხადდება აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს წევრის ერთ ადგილზე, არასამთავრობო ორგანიზაციის კვოტით. სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრობის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომეტისთვის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად, კანდიდატურა საბჭოში მითითებულ ვადაში უნდა წარადგინონ. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციების შედეგად შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ენიჭება კანდიდატურა დამოუკიდებლად წარადგინოს. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებულ წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს ორგანიზაციის წესდების ასლი ნოტარიულად დამოწმებული სახით. კანდიდატურის წარდგენა შესაძლებელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში წერილობითი ფორმით, ან ელექტრონულად მისამართზე - g.ujmajuridze@moc.gov.ge, 2016 წლის 7 სექტემბრიდან 14 სექტემბრის 18:00 საათამდე. დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სატელეფონო ნომერზე - 231 27 47 (7420).
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)