|
2015-03-11 13:22:28, 895 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ გაზეთ “ასავალ-დასავალს” სასამართლო პროცესი მოუგო
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გაზეთ “ასავალ-დასავალის” წინააღმდეგ „თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოცხადა. სასამართლომ დააკმაყოფილა „თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის სარჩელი და გაზეთ “ასავალ-დასავალს” მის მიერ გავრცელებული ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა დაავალა. კერძოდ, გაზეთის ფურცლებზე უნდა გამოქვეყნდეს უარმყოფელი სტატიები, რომლითაც მკითხველს ეცნობება, რომ სიცრუეა და სინამდვილეს არ შეესაბამება, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის შესახებ, კერძოდ: (1) არ შეესაბამება სინამდვილეს ის, რომ თითქოსდა მამუკა ხაზარაძემ და "თიბისი ბანკმა" უკანონოდ მიისაკუთრა "ელიტ ელექტრონიქსი", თავისუფლების მოედანზე მდებარე "ცეკავშირის" შენობა, "ბორჯომის" აქტივები და ცდილობს "გუდვილის" გაკოტრებას; (2) არ შეესაბამება სინამდვილეს ის, რომ მამუკა ხაზარაძე არბევდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიტინგებს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, მერაბ კოსტავას; (3) მამუკა ხაზარაძეს არანაირი კავშირი არ აქვს 2014 წლის 21 მარტს სოფელ გორაში მომხდარ თვითმკვლელობასთან. „თიბისი ბანკი“ და მამუკა ხაზარაძე თანხის დაკისრების ნაწილში სასამართლოს უარს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, რადგან როგორც ბანკში აცხადებენ, ფაქტია, რომ „ასავალ-დასავალის“ მიერ სამომავლოდ ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის ტირაჟირების ერთადერთი პრევენცია სწორედ მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებაა. შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკმა“ და მამუკა ხაზარაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში გასული წლის თებერვალში შეიტანა და პატივისა და ღირსების შელახვისათვის მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 160,000 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა მოხმარებოდა თავისუფალი მედიის განვითარებას.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)