|
2016-09-06 14:12:22, 1068 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: 2016 წელს კერძო სექტორმა 32 500 ადამიანით მეტი დაასაქმა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სახელით ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, კერძო სექტორმა 2016 წლის მეორე კვარტალში 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 32 500 ადამიანით მეტი დაასაქმა, რაც 5,7%-იანი ზრდაა. „დღეის მდგომარეობით, სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, კერძო სექტორში ჩვენ გვყავს 601 ათასი ადამიანი დასაქმებული, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული ზრდა ჩვენ გვქონდა მცირე საწარმოებში 12, 8 პროცენტიანი ზრდა ეს არი 16823 ადამიანი. ეს არი შედარება 2015 წლისა და 2016 წლის მეორე კვარტლებს შორის და 148 374 ადამიანი არის დასაქმებული მცირე საწარმოებში. ზრდა გვქონდა მსხვილ საწარმობში 7,3 პროცენტიანი ზრდა ეს არის 24 896 ადამიანი და მსხვილ საწარმოებში დღეს არი დასაქმებული 365861 ადამიანი, ხოლო საშუალო საწარმოებში დასაქმებულია 86000 ადამიანი. მთლიან დასაქმებულებში ლიდერობს ვაჭრობა. აქ არის 25,5 პროცენტი, რომელსაც მოყვება მრეწველობა 18,7%, ჯანდაცვა 10,3% “,- აღნიშნა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, საშუალო თვიურმა ხელფასმა, რაც არის ბიზნეს სექტორში, 978 ლარი შეადგინა, რაც 14,8%-იანი ზრდაა. „2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2016 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ყველაზე მაღალი 6.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა მცირე საწარმოებში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,. მინდა ბიზნესს საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო“’- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)