|
2016-09-06 13:11:14, 1074 ნახვა
ეკონომიკა
წინანდალში რადისონის მშენებლობა გრძელდება და ბაზარზე თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიული ღვინო ბრუნდება
თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის დაბადებიდან 230-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად წინანდლის სახლ-მუზეუმში აღდგენილი მამულის ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა. თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ თითქმის ორი საუკუნის წინ დაიწყო საქართველოშო მანამდე უცნობი წესით ღვინის დაყენება. პირველად ქართული ღვინო ბოთლში წინანდალში ჩამოისხა, რითაც საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქართულ მეღვინეობას. 200 წლის შემდეგ ისტორიული ვენახები აღდგა და წელს წინანდლის მამულის ღვინოები ქართულ და მსოფლიო ბაზარს უბრუნდება. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის მამულის სამი სახეობის ღვინო: საფერავი 2014, წინანდალი 2015 და ქვევრი 2015. ასევე წინანდალში გაფორმდა საპარტნიორო შეთანხმება სილქ როუდ ჯგუფსა და საპარტნიორო ფონდს შორის, რომლის თანახმადაც საპარტნიორო ფონდი წინანდლის რადისონის მშენებლობის დაფინანსებაში იღებს მონაწილეობას. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „რადისონ წინანდალი“ ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ისტორიული ბაღის უკანა ტერიტორიაზე აშენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარია, სასტუმროს გახსნა 2018 წელს იგეგმება. წინანდალში შეთანხმებას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და წინანდლის მამულების დირექტორი გიორგი ხარაბაძე მოაწერეს ხელი. „სილქ როუდ ჯგუფმა“, გასულ წლებში წარმატებით განახორციელა იგივე ბრენდის სასტუმროების პროექტები თბილისსა და ბათუმში. სპეციალურად ამ ისტორიული დღისთვის წინანდლის ბაღში გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილის, პიანისტ მილანა ჩერნავსკას,ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და ნიკოლოზ რაჭველის შესრულებით. ასევე, გაიხსნება იტალიის საელჩოს და წინანდლის მუზეუმის მიერ ორგანიზებული იტალიური დიზაინის მუხის კასრების უნიკალური ნაკეთობების გამოფენა.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)