05:04 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-11 11:38:56, 904 ნახვა

ეკონომიკა
კალაძე: „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ ფინანსთა სამინისტროს კითხვები ნორმალურია

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს კითხვები „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ მიმართებაში ნორმალურია.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი არ ხდება და ეს პროპაგანდის ნაწილია.

„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ეს არის თითქოს პროპაგანდა, თითქოს ვიღაცას ატერორებენ, მინდა იცოდეთ, რომ ეს დრო დასრულდა. ორი წელია ეგეთი რაღაცეები არ ხდება, რომ ვიღაცას ატერორებენ, ვიღაცას ბიზნესს ართმევენ. სააკაშვილი თავის რეჟიმთან ერთად დასრულდა და წავიდა. ის, კითხვები რაც „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ მიმართებაში ჰქონდა ფინანსთა სამინისტროს, ეს ნორმალურია. ისინი ახორციელებენ კონკრეტული კომპანიების შესწავლას, ეს მათი მოვალეობაა. თუ რაიმე კანონდარღვევა აღმოაჩინეს, შეუძლიათ ითანამშრომლონ ენერგო-პროსთან და თანამშრომლობენ კიდეც“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics