13:34 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 15:40:27, 761 ნახვა

პოლიტიკა
გელა სამხარაული მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გელა სამხარაული  4 წლიანი მოღვაწეობის ანგარიშითა და სამომავლო გეგმებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების: რუისპირის, ახატელისა და თეთრიწყლების მოსახლეობის წინაშე წარსდგა.

გელა სამხარაულმა ყურადღება, ხელისუფლების მიერ გატარებულ, თვითმმართველობის რეფორმის შედეგად მიღებულ პოზიტიურ ტენდენციებზე გაამახვილა. მისი თქმით, თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებისა და ცაკლე თელავის თემის მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიუჯეტში თანხები მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების საჭიროებებისთვის.

მოსახლეობის ინტერესი მოახლოებულმა რთველმა გამოიწვია. გელა სამხარაულის განმარტებით, მევენახეების ინტერესების გათვალისწინებით სუბსიდირება „რთველი 2016“-ის ფარგლებშიც განხორციელდება.

„მევენახეთა დახმარებასა და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობას სახელმწიფო არა მხოლოდ სეზონური სუბსიდირებით, არამედ კომპლექსურად ცდილობს. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია აგროდაზღვევის პროგრამის ფუნქციონირება. ასევე, სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო გამშვები დანადგარების ამოქმედება, რამაც ყურძნის მოსავალი საგრძნობლად გაზარდა. საყურადღებოა უწყებრივი კადასტრის პროგრამის დაწყება, რომელიც კახეთის რეგიონში ეტაპობრივად განხორციელდება და მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს დაარეგულირებს. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოლულარიზაციას. საკითხისადმი მსგავსი მიდგომების შედეგად, ბოლო სამი წლის განმავლობაში მევენახეებმა, კახეთში 400 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს“,- განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არაგვზე ხიდის მშენებლობის გამო, სად შეიზღუდება წყალმომარაგება 36 საათით - GWP-ს განცხადება
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics