|
2016-09-05 12:30:58, 971 ნახვა
საზოგადოება
მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს
6-7 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის საერთაშორისო კონფერენციას: “ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ უმასპინძლებენ. მაკკეინის ინსტიტუტს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგენენ კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და დევიდ კრამერი, მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მიმართულებით. თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უნიკალური პლატფორმაა, რომელშიც მონაწილეობენ გამოცდილი ლიდერები პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დასავლეთ ევროპიდან, საქართველოდან და ევრო-ატლანტიკური გაერთიანებიდან და განიხილავენ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს ვარშავის სამიტის შემდეგ, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და სხა ფრონტისპირა ქეყნები. კონფერენციაზე განხილავენ ისეთ საკითხებს , როგორიცაა: საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება; ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა რეგიონში; დემოკრატია საფრთხის ქვეშ და რეგიონული პერსპექტივა; მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში; რუსეთის საფრთხე; გამოცდილების გაზიარება, როგორ გაწევრიანდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოსა და ევროკავშირში; ნატო-ს ვარშავის სამიტის შედეგები. კონფერენციის მონაწილეები არიან: გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი; გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი; იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივანი; დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; ბენ ჰოდჯესი, აშშ-ს ევროპის არმიის სარდალი; იან კელი აშშ ელჩი საქართველოში; დუგლას ლუტი აშშ ელჩი ნატოში; სერ ადამ ტომსონი დიდი ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში; მუსტაფა ნაიემი უკრაინის პარლამენტის წევრი; მიხეილ ჯანელიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; სერგი ლეშჩენკო უკრაინის პარლამენტის წევრი; ირაკლი ალასანია – თაისუფალი დემოკრატების ლიდერი; დავით ბაქრაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი; ორდღიანი კონფერენციის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება. პრესასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ნინო ევგენიძეს nevgenidze@eprc.ge ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც მიმართულია გლობალური ლიდერობის განვითარებისკენ, რომელიც ეფუძნება უსაფრთხოების, ეკონომიკური შესაძლებლობების, თავისუფლების და ადამიანური ღირსების იდეას აშშ-ში და მთელ მსოფლიოში. ინსტიტუტის მიზანია ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავებისას ჰუმანიტარული ქმედების, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის და ეროვნული უსაფრთხოების განვითარება. დამატებითი ინფორმაცია მაკკეინის ინსტუტის შესახებ იხილეთ mccaininstitute.org
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)