|
2016-09-05 11:58:03, 680 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებას და არეულობის შექმნას გეგმავს
„ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებას და არეულობის შექმნას გეგმავს,- ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. „საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. ამ დრომდე წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, განსაკუთრებული ინციდენტებისა და დარღვევების გარეშე, რაც აღიარებულია დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებებით. ჩვენი პარტიის მიზანია, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიაროს სწორედ ამგვარ მშვიდ და სამართლიან გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად გარემოში წარმართოს საარჩევნო კამპანია და ამომრჩევლებმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მიზანი სრულიად საპირისპიროა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა, ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის დაპირისპირების პროვოცირება ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ან ჩვენს მხარდამჭერ ღონისძიებებზე, ასევე, ორგანიზებული ფორმით დაძაბულობისა და დაპირისპირების შემოტანა წინასაარჩევნო კამპანიაში. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიაროს მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება არამხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ სხვა პოლიტიკურ ძალებს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს თხოვნით მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ ისეთ ფაქტებზე და შემთხვევებზე, რომლემაც შესაძლოა, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას ხელი შეუშალოს. „ასევე, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ მსგავსი მეთოდები და არ დაუშვან, რომ მათი მხრიდან მოხდეს გარკვეული დაპირისპირების პროვოცირება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სხვა პირების მხრიდად არის პროვოცირება, არ აჰყვნენ ასეთი ტიპის პროვოკაციებს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. „ მიუხედავად ცალკეული მცდელობებისა, რომ საარჩევნო გარემო არ წარიმართოს ისე მშვიდად და სამართლიანად, როგორც ამისთვის ჩვენ ვართ მომართული, ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ შევძლებთ და ჩავატარებთ არჩვენებს, ყველაზე სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში.“ - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. (NS)
მათიკაშვილი - პირდაპირი მსგავსებაა სექტანტურ მიმდინარეობასა და იმ ე.წ. პროტესტს შორის, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
ირანის ბლოკადის აღდგენის შემდეგ თეირანთან დაკავშირებული დაკავებული სავაჭრო გემების რაოდენობამ 115-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)