|
2016-09-02 18:31:39, 1854 ნახვა
ეკონომიკა
„ელიტ ელექტრონიქსი“ Samsung Galaxy Note 7-თან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
„ელიტ ელექტრონიქსი“ Samsung Galaxy Note 7-თან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, Samsung Galaxy Note 7-ს გარკვეული ტექნიკური ხარვეზი აღმოაჩნდა, რის გამოც, საქართველოში აღნიშნული პროდუქტის წინასწარი შეკვეთები დროებით შეჩერებულია „სამსუნგ ელექტრონიქსის“ მიერ. „ „ელიტ ელექტრონიქსი“ და “სამსუნგ ელექტრონიქსი” მუდამ ზრუნავენ მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებასა და მაღალი სტანდარტის სერვისზე. როგორც იცით „ელიტ ელექტრონიქს“-ის მაღაზიათა ქსელში დაიწყო Samsung Galaxy Note 7-ის წინასწარი გაყიდვები. ვინაიდან პროდუქტს გარკვეული ტექნიკური ხარვეზი აღმოაჩნდა, ახალ Galaxy Note 7-ს დამატებითი შემოწმება ჩაუტარდა და აღმოჩნდა ბატარეის ნაწილის ხარვეზი. დღევანდელი მდგომარეობით, გლობალურად, დაფიქსირებულია 35 შემთხვევა და ბრენდის მომწოდებლებთან ერთად მიმდინარეობს შემოწმება, რათა დადგინდეს შესაძლო ხარვეზიანი ბატარეების არსებობა იმ ქვეყნებში, სადაც Galaxy Note 7-ის გაყიდვები უკვე დაიწყო. გაცნობებთ, რომ საქართველოში Galaxy Note 7-ის წინასწარი შეკვეთები დროებით შეჩერებულია „სამსუნგ ელექტრონიქსის“ მიერ. ხოლო იმ მომხმარებლების საყურადღებოდ, ვინც უკვე გააკეთა Galaxy Note 7-ის წინასწარი შეკვეთა გთხოვთ, მიმართოთ „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიებს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წინასწარი შეკვეთების დროებითმა შეჩერებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჩვენი ერთგული მომხმარებლის უკმაყოფილება, მაგრამ ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მოწოდება. იმ მომხმარებლებს რომლებმაც გააკეთეს უკვე შეკვეთა შეგიძლიათ მიმართოთ შემკვეთ მაღაზიას, გააუქმოთ წინასწარი შეკვეთა და დაიბრუნოთ თანხა, ან შეინარჩუნოთ წინასწარი შეკვეთა. შეკვეთის შენარჩუნების შემთხვევაში შემდეგი კვირის ბოლომდე გაცნობებთ როდის შევძლებთ ტელეფონების მოწოდებას საქართველოში“, - ნათქვამია „ელიტ ელექტრონიქსის“ განცხადებაში.
(R)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)