|
2016-09-02 13:42:16, 681 ნახვა
საზოგადოება
თიბისი ბანკმა პრაიმ ბარათების აქციის სუპერპრიზის მფლობელი 10 000 ლარით დააჯილდოვა
თიბისი ბანკმა პრაიმ ბარათის გათამაშების სუპერ პრიზის მფლობელი გამოავლინა. 33 წლის თეიმურაზ მეფარიშვილს მოგებული 10 000 ლარი თიბისი ბანკის ახალი კონცეფციის ფილიალში საზეიმოდ გადაეცა. პრაიმ ბარათის აქციის მიმდინარეობისას, ორი თვის განმავლობაში, თიმურაზ მეფარიშვილმა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა. თიბისი ბანკის პრაიმ ბარათის აქცია ორი თვის განმავლობაში, 20 ივნისიდან 20 აგვისტომდე მიმდინარეობდა. ამ პერიოდის განმავლობაში ყოველი კვირის ბოლოს ის 5 მომხმარებელი ვლინდებოდა, რომლებიც ყველაზე აქტიურად იყენებდნენ პრაიმ ბარათსდა შესაბამისად ყველაზე მეტ ტრანზაქციას ახორციელებდნენ ერთი კვირის განმავლობაში. (თითოეული ტრანზაქციის განხორციელებისას მინიმალური თანხა 5 ლარს შეადგენდა). ყოველი კვირის ბოლოს ფულადი პრიზები შემდეგნაირად ნაწილდებოდა: I ადგილი - 1,000 ლარი; II ადგილი - 800 ლარი; III ადგილი - 700 ლარი; IV ადგილი - 600 ლარი; V ადგილი - 500 ლარი. სუპერპრიზის, 10 000 ლარის მფლობელი 25 აგვისტოს, გათამაშების ფინალურ ეტაპზე გამოვლინდა. წლევანდელი პრაიმ ბარათის აქციის ფარგლებში თიბისი ბანკმა ფულადი პრიზით სულ 46 მომხმარებელი დააჯილდოვა. გათამაშებაში მონაწილეობნდნენ ის მომხმარებლები, რომლებიც თიბისი ბანკის პრაიმ ბარათებს ფლობენ: Prime Card Classic, Prime Card Gold, Prime Card Platinum. თიბისი ბანკის პრაიმ ბარათი ბევრი უპირატესობით გამოირჩევა, მათ შორის: 0% პირველი 3 თვის განმავლობაში; 55 დღიანი საშეღავათო პერიოდი; 20%-მდე cash back 100-ზე მეტ პარტნიორ სავაჭრო ობიექტში; გაორმაგებული SMART ქულები; უკონტაქტო გადახდის ფუნქციონალი - სწრაფი და მარტივი გადახდის მეთოდი სავაჭრო ობიექტებსა და ინტერნეტმაღაზიებში; პრაიმ ბარათის შეკვეთა, ასევე ბარათის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისი ბანკის ვებგვერდზე -www.tbcbank.com.ge (R)
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)