|
2016-09-02 12:42:59, 632 ნახვა
პოლიტიკა
აუდიტის სამსახური ლევან ვარშალომიძის მიერ მოქალაქეებთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხს აღარ განიხილავს
აუდიტის სამსახური „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ოფისის ხელმძღვანელის ლევან ვარშალომიძის მიერ მოქალაქეებთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხს აღარ განიხილავს. როგორც აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ვარშალომიძეს საკითხე აუდიტის სამსახურის კომპეტენციას სცდება. თორდიას თქმით, გამოიკითხა თავად ლევან ვარშალომიძე და ხელშეკრულებებზე ხელმომწერი სხვა პირები, ასევე განხორციელებული ღონისძიების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია მოიძიეს. „ხსენებული შემთხვევა არ განეკუთვნება აუდიტის სამსახურის კომპეტენციას, რადგან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება შეზღუდულია, თუ ნივთის, ან მომსახურების ღირებულება აჭარბებს 100 ლარს, აღნიშნულ შემთხვევაში კი სადავო არის ბინების უსასყიდლოდ გადაცემის დაპირება, რომელიც სცილდება აუდიტის სამსახურის კომპეტენციას. ჩვენ ვასრულებთ საკითხის შესწავლას”, - განაცხადა ლაშა თორდიამ.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)