|
2016-09-01 23:25:00, 862 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: საქართველოში ვერასდროს დაბრუნდებიან ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებენ
პირობას გაძლევთ, საქართველოში ვერასდროს დაბრუნდებიან ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებენ, - ეს განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის უფროსმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ მუხრანში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ ერთად ძალიან რთული გზა გამოვიარეთ ამ 4 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ ერთად. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ ჩვენს ქვეყანაში დღეს თითოეული მოქალაქის უფლებები არის დაცული. ჩვენი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მივეცით თავისუფლება. დღეს საქართველოში განსხვავებული აზრის გამო ადამიანები არ იდევნებიან; განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს ქუჩაში ხელკეტებით არ დასდევენ. მე ნამდვილად მეამაყება ის მშვიდი საარჩევნო გარემო, რომელიც თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა. ჩვენ კარგად გვახსოვს, 2011-12 წლებში, როცა ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, როგორი ზეწოლა იყო. ჩვენდა საუბედუროდ, თითოეულმა ჩვენგანმა ეს საკუთარ თავზე, ოჯახზე, მეგობრებზე, ახლობლებზე გამოვცადეთ, თუმცა საამაყოა ის, რომ ეს ყველაფერი ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ. გაძლევთ პირობას, საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდებიან ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც იძალადებენ თავიანთ მოქალაქეებზე და დააშანტაჟებენ მათ“, - განაცხადა კალაძემ. სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება საპარლამენტოარჩევნებში საქართველოს თითოეული მოქალაქის გამარჯვება იქნება. „საჭიროა ერთად დგომა, ჩვენი ერთსულოვნება იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ გამარჯვებას. ეს გამარჯვება არ იქნება მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის სწორ განვითარებას. ამ გუნდის გამარჯვებასთან პირდაპირ კავშირშია საქართველოს მოქალაქეების გამარჯვება. ჩვენ ამას შევძლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენი ხვალინდელი დღისთვის“, -დასძინა კახა კალაძემ. მან წარმატებები უსურვა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მცხეთის მუნიციპალიტეტში დიმიტრი ხუნდაძეს. „ეს რაიონი იქნება ყველაზე წარმატებული რაიონი, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა იქნება დაცული. მუხრანში 2 კვირაში იქნება ყველაზე თანამედროვე ბაღის აშენება. იწყება შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება და ვპირდები, რომ ყველა ოჯახში იქნება წყალი, ჯანსაღი ცხოვრების წესი დამკვიდრდება მუხრანში. ვიწყებთ სტადიონების აშენებას”, - განაცხადა ხუნდაძემ.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)