|
2016-09-01 16:37:44, 890 ნახვა
სამხედრო
მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016” დაიწყო
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2016” ორფოლოს სასროლეთზე დღეიდან იწყება. საერთაშორისო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გახსნა და მასში მონაწილე ქართველ და უცხოელ სამხედროებს სწავლების დაწყება მიულოცა. „ჩემთვის დიდი პატივია ამ ძალიან კარგი სწავლების გახსნა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთან ერთად არიან ჩვენი ძმები უკრაინიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და აშშ-ის საზღვაო ძალებიდან. მიხარია, რომ აქ ზუსტად ის ხალხია, ზუსტად ის ქვეყნებია, ვისაც ასე ძალიან ჭირდება მშვიდობა. ეს სწავლება ზუსტად იმის ნიშანია, რომ ჩვენ არ ვართ მარტო, საქართველო არ არის მარტო, უკრაინა არ არის მარტო, რუმინეთი და ბულგარეთი არ არიან მარტო, ამერიკის შეერთებული შტატები არ არის მარტო და თითოეული ჩვენგანი დიდ საქმეს ვაკეთებთ. გმირობას არც ეროვნება და არც რელიგია აქვს. მიხარია, რომ აქ გამოიჭედება ის სამხედრო ძმობა, რაც ასე უცილებელია წარმატების მისაღწევად“ - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. სწავლების ოფიციალურად გახსნის ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის ოფიცრები და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გენერალური შტაბის უფროსმა სწავლებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სწავლების ხელმძღვანელისგან, პოლკოვნიკ მალხაზ მაკარაძისგან „Agile Spirit 2016”-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და სამომავლო გეგმები მოისმინა. სამხედრო წვრთნების მიზანს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა, რეგიონში უსაფრთხოების მხარდაჭერა, თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნებას და გაღრმავებას წარმოადგენს. „Agile Spirit 2016” სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. სამეთაურო საშტაბო სწავლება ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე 3 სექტემბერს დაიწყება. სწავლების საველე და სამეთაურო საშტაბო ფაზები ოფიციალურად 9 სექტემბერს დასრულდება. (NS)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)