|
2016-09-01 13:42:10, 819 ნახვა
სამხედრო
საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებს ძებნის ოპერაციაში ჩართვის თხოვნით შესაძლოა ისევ მიმართოს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, თავდაცვის მინისტრი და აჭარის მთავრობის მეთაური გონიოში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს მოინახულებენ. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პატრიარქი მათი ოჯახის წევრებს დალოცავს, რის შემდეგაც ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების პატივის მიგების ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი, სამინისტროს წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურების ოჯახის წევრები და ნათესავები დაესწრებიან. ამ ცერემონიალით თავდაცვის სამინისტრო პატივს მიაგებს 16 აგვისტოს წვრთნების დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ცერემონიალში მონაწილეობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლები მიიღებენ, რომლებიც დაკარგული სამხედროების პატივის მისაგებად ზღვაში ორ გვირგვინს ჩაუშვებენ. უწყების ინფორმაციით, სამხედრო წესით ზღვაში პატივის მიგების ცერემონიალს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები დაესწრებიან. პარალელურად, გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე ორი დაკარგული სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო-სამუშაოები გრძელდება. ძებნის ოპერაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ძალებით და იმ რესურსების მაქსიმალური ჩართულობით ახორციელებს, რომელიც უწყებას გააჩნია. ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ქართულმა მხარემ კვლავაც მიმართოს საერთაშორისო პარტნიორებს ძებნის ოპერაციაში ჩართვის თხოვნით. (NS)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)