|
2016-08-31 14:43:33, 724 ნახვა
საზოგადოება
1 სექტემბრიდან მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ, პენსიონერებს პენსია გაეზრდებათ
1 სექტემბრიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში მუდმივად მცხოვრებ, ასაკით პენსიონერ პირებს პენსია გაეზრდებათ და ამჟამად არსებული 180 ლარის ნაცვლად მიიღებენ 20%-ით გაზრდილ პენსიას, ანუ 216 ლარს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, 20%-ით ასევე გაიზრდება მთაში მუდმივად მცხოვრები შშმ პირების სოციალური პაკეტი. „1 სექტემბრიდან „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათების კიდევ ერთი ნაწილი ამოქმედდება. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში მუდმივად მცხოვრებ, ასაკით პენსიონერ პირებს გაეზრდებათ პენსია და ამჟამად არსებული 180 ლარის ნაცვლად მიიღებენ 20%-ით გაზრდილ პენსიას, ანუ 216 ლარს. ასევე, 20%-ით გაიზრდება მთაში მუდმივად მცხოვრები შშმ პირების სოციალური პაკეტი. შშმ პირები სოციალური პაკეტით მათთვის განსაზღვრული თანხის 20%-ით გაზრდილ დანამატს მიიღებენ. ანუ მკვეთრად გამოხატული შშმპ-ს სტატუსის მქონე პირების სოციალური პაკეტი (ე.წ. 1 ჯგუფის ) ასევე 180 ლარი გახდება. ხოლო მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და მარჩენალდაკარგული ოჯახები 20-%-ით გარზდილ დანამატს, ანუ 100 ლარის ნაცვლად 120 ლარს მიიღებენ“, - განაცხადა სოფრომაძემ. ზაზა სოფრომაძის თქმით, ყოველთვიური დანამატი მიეცემათ ასევე მედიცინის მუშაკებს. „მაღალმთიან დასახლებაში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ პერსონალს ყოველთვიური დანამატი მიეცემათ. ამ კატეგორიას განეკუთნება სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ექიმები და ექთნები, რომლებიც ემსახურებიან მაღალმთიან რაიონებს. ასევე 4 სამედიცინო დაწესებულება: შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო“ ; შპს „მანგლისის საავადმყოფო-პოლიკლინიკა“ შპს „აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფო“, - განაცხადა სოფრომაძემ. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა, შეღავათები შეეხებათ ასევე მაღალმთიან სოფელში მომუშავე სოფლის ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც ჩართულები არიან სახელმწიფო პროგრამის – „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ - სერვისის მოწოდებაში. „მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე დასახლებაში მომუშავე ექიმის დანამატი განისაზღვრება პენსიის ორმაგი ოდენობით, ანუ 360 ლარით, ხოლო ექთნის დანამატი განისაზღვრება 180 ლარით“, - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)