|
2016-08-30 16:56:49, 1240 ნახვა
ეკონომიკა
ბაკურიანში შესაძლოა, ბიატლონში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდეს
2022 წლისთვის ბაკურიანში შესაძლოა, ბიატლონში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბაკურიანში ფრანგი ექსპერტების მონაწილეობით უკვე დაწყებულია ბიატლონის ტრასის დაპროქტება. კვირიკაშვილის თქმით, ასევე ჰოკეის 1000-კაციანი დარბაზი დაპროექტდება და ტრამპლინის აღდგენა მოხდება. „ბაკურიანში უკვე დაწყებულია თბილისის ზღვაზე მდებარე აკვაპარკის მსგავსი აკვაპარკის მშენებლობა, რომელიც იქნება ზაფხულისთვისაც და ზამთრისთვისაც. ასევე, დაწყებულია ბიატრონის დაპროქტება. ფრანგი ექსპერტები მუშაობენ და ბიატლონის ტრასა დაპროექტდება ბაკურიანში, ასევე დაპროექტდება ჰოკეის 1000 კაციანი დარბაზი და მოხდება ტრამპლინის აღდგენა. ყველა ექსპერტი, ვინც ჩამოყვანილი გყავს, გვეკითხება, ალბათ თქვენ ოლიმპიადისთვის ემზადებითო, რადგან სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია ასეთი ნახტომისებრი განვითარება კურორტის დაისახოს და განახორციელოს ქვეყანამ. ჩვენ ვეუბნებით, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვემზადებით ოლიმპიადისთვის და შესაძლებელია ალბათ 8-10 წლის შემდეგ სერიოზული ტურნირების ჩატარებაზე ვიფიქროთ. 2022 წელს ვფიქრობთ, რომ ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლონში ბაკურიანში და ამისთვისაც განსაკუთრებულად ვემზადებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბაკურიანში უკვე დაწყებულია თბილისის ზღვაზე მდებარე აკვაპარკის მსგავსი აკვაპარკის მშენებლობა, რომელიც იქნება ზაფხულისთვისაც და ზამთრისთვისაც. მისი თქმით, ამ დროისთვის 8 საბაგირო გზა შენდება და ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საბაგიროები შენდება ბაკურიანში, გუდაურში, თეთნულდსა და გოდერძის უღელტეხილზე. მისივე თქმით, კობიდან გუდაურის მიმართულებით 2017 წელს დაიწყება საბაგიროების მშენებლობა. პრემიერ-მინისტრმა გუდაურის განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება გუდაურის ჩრდილოეთის კალთების სათხილამურო რესურსის განვითარება, რაც გაცილებით უფრო გრძელ ვადაში უზრუნველყოფს გუდაურის კურორტის ფუნქციონირებას. საკურორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)