|
2016-08-30 11:35:52, 702 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა გლდანის რაიონში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გლდანის რაიონის გამგებელ დიმიტრი ორმოცაძესთან ერთად გლდანის რაიონში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ავჭალაში, წყალსადენის ქუჩაზე, 2 800 კვ.მ ფართობზე გზის საფარი დაიგო და 1200 მეტრი სიგრძის ბორდიურები მოეწყო. სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობამ 165 000 ლარი გამოყო. აღნიშნულ ობიექტზე, ყოფილი სასტუმრო ,,ბახტრიონის’’ შენობაში, შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაც არის დაგეგმილი. კორპუსში ამჟამად დევნილები ცხოვრობენ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობა, დაახლოებით, 47 000 ლარს გამოყოფს. გარდა ამისა, თბილისის მერი დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო მუხიანშიც, სადაც დუმბაძისა და ნონეშვილის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. ობიექტზე 2850 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და 1050 მეტრ სიგრძეზე ბორდიურები მოეწყო. აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის144 395 ლარი დაიხარჯა. 2920 კვ.მ ფართობზე გზის საფარი დაიგო, ასევე, მუხიანის მე-4 მ/რ-ის 26-ე, 27-ე, 28-ე, 38-ე და მე-40 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მთელს პერიმეტრზე 977 მეტრი სიგრძის ბორდიურებიც მოეწყო. პროექტის ღირებულებამ 193 672 ლარი შეადგინა. „გლდანის რაიონში აქტიურად ვმუშაობთ შიდა კვარტალური გზების მოწესრიგებაზე. კომპაქტურ დასახლებასთან მივიყვანეთ ახალი გზა, კეთდება პარკი, ასევე მუხიანის დასახლებაში გაკეთდა შიდა კვარტალური გზები. ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა წელს არსებული რესურსების ფარგლებში მეტის გაკეთება შევძლოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. (NS)
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)