00:18 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 10:44:05, 801 ნახვა

საზოგადოება
ბოლო მონაცემებით, სადახლოში ქორწილში 180-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა

ბოლო ინფორმაციით, სადახლოში ქორწილში 180-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა.

ინტოქსიკაცია სავარაუდოდ, საკვებმა, ან სასმელმა გამოიწვია. მოწამლულები  მარნეულის რაიონულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ისინი გუშინ გვიან ღამით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოინახულა. პაციენტების მდგომარეობა საგანგაშო არ არის:

„ადგილობრივ კლინიკებში არის მობილიზება გამოცხადებული, ჯანდაცვის სამინისტრო არის სრულად ჩართული და ვფიქრობთ, რომ გამოვა ეს ხალხი ამ მდგომარეობიდან. რაც მე ვიხილე ჩემი თვალით და რასაც ექიმები ამბობენ, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics