|
2016-08-29 21:47:39, 788 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი: შავის და თეთრის გარჩევის პრობლემა დღესაც დგას, თორემ ნაცმოძრაობას ის 2-3 მხარდამჭერიც არ უნდა ჰყავდეს
"შავის და თეთრის გარჩევის პრობლემა დღესაც დგას, თორემ ნაცმოძრაობას ის 2-3 მხარდამჭერიც არ უნდა ჰყავდეს" - ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა. “წლები გადის და რაღაც იჩრდილება. ჩვენ კი, ეს ყველაფერი უნდა გვახსოვდეს და ამაზე შვილებს ვესაუბრებოდეთ. ამ კადრებს მომავალ თაობას უნდა ვაჩვენებდეთ, რადგან ეს ძალადობა და ბოროტება, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება 10 წლის მანძილჩე სჩადიოდა, აღარასოდეს განმეორდეს. გოგა ხაინდრავას ფილმი ძალიან სერიოზული ფილმია, რომელშიც ნაჩვენებია ის რეალობა, რა ტრაგედიაშიც ჩვენი ქვეყანა ცხოვრობდა”, - განაცხადა ინაშვილმა. მისი თქმით, საზოგადოება თეთრს შავისგან ვერ არჩევს ხოლმე. “ჩვენი საზოგადოება თეთრს შავისგან ვერ არჩევს ხოლმე. ეს მოხდა ვარდების რევოლუციის დროს, როცა ჰუმანიზმისა და მაღალი იდეალების სახელით, ხელისუფლებაში ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების ჯგუფი მოვიდა, რომლებმაც ფსიქიკური ტრავმები ბავშვობაში მიიღეს და შემდეგ, ეს გაბოროტება საზოგადოებაზე გადმოანთხიეს. ამიტომ, ჩვენ პოლიტიკოსების ბავშვობის და სტუდენტობის წლებიც უნდა ვიცოდეთ, ვიცნობდეთ მათ ფსიქიკას; ვიცოდეთ, ვინ გაიზარდა ლაღად, ვინ იყო დატერორებული და დაკომპლექსებული”,- განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა. როგორც მან აღნიშნა, “ნაციონალურ მოძრაობას” ის ორი-სამი მხარდამჭერიც არ უნდა ჰყავდეს, რომელიც ჰყავს. “შავის და თეთრის გარჩევის პრობლემა დღესაც დგას, თორემ ნაცმოძრაობას ის 2-3 მხარდამჭერიც არ უნდა ჰყავდეს, რომელიც ჰყავს. სანდრა რულოვსის განცხადება ცინიკურია. ეს არის პირდაპირი აღიარება იმ დანაშაულებისა, რასაც მისი მეუღლე წლების განმავლობაში ჩადიოდა. ამ ქვეყანას ძლიერი ხელი, ძალადობა და ტერორი კი არ სჭირდება, არამედ - ქართველი ერის მოყვარული ხელისუფლება, რომელიც დუბინკებს და როზგებს არასოდეს დაუშვებს. თუ ვინმეს სჯერა, რომ სანდრა რულოვსი და მისი მეუღლე ამ ქვეყანას გაახარებს, მისი საქმე ცუდადაა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის არჩევანი “ნაციონალური მოძრაობა” და ტერორი არ არის”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)