|
2016-08-29 15:09:23, 889 ნახვა
პოლიტიკა
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მეწარმეებს შეხვდნენ
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მეწარმეებს შეხვდნენ. პაატა მხეიძისა და გიორგი ბეგაძის შეხვედრა ბიზნესმენებთან რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. 29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ ბიზნესმენებს ,,ქართული ოცნების“ ეკონომიკური ხედვები გააცნო. მეწარმეებთან ერთად ბიზნესსექტორში არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა. ,,ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, გავატაროთ ისეთი ეკონომიკური რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის გაძლიერებას. ეს ყველაფერი განაპირობებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, შესაბამისად, მივაღწევთ იმ სწრაფ განვითარებასა და ოჯახების კეთილდღეობას, რომელიც მიზნად დავისახეთ“,-განაცხადა გიორგი ბეგაძემ. როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა განაცხადეს, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიღებულმა არაერთმა კანონმა ქვეყანაში მეწარმეობის განვითარების კუთხით ვითარება მკვეთრად გააუმჯობესა. დეპიტატობის კანდიდატების თქმით, ეკონომიკური განვითარება პარტიის მთავარი პრიორიტეტია, რუსთავს კი აქვს პოტენციალი, რომ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქალაქი გახდეს. „რუსთავს, როგორც ახლო წარსულში უმსხვილეს ინდუსტრიულ ცენტრს, ამ ფუნქციის დაბრუნების პერსპექტივით უნდა მიენიჭოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი. იმის გათვალისწინებით, რომ რუსთავს გააჩნია საინჟინრო კვალიფიციური კადრების პოტენციალი, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაარსებული უახლესი ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთ-ერთი საწარმოო ფილიალის რუსთავში გახსნის პერსპექტივაც უნდა იქნეს განხილული“, - განაცხადა პაატა მხეიძემ. დეპუტატობის კანდიდატები მეწარმეებს დაპირდნენ, რომ მანდატის მოპოვების შემთხვევაში, ბიზნესის მხარდასაჭერად საკანონმდებლო ინიციატივებს წარადგენენ. რუსთაველ ამომრჩევლებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პაატა მხეიძე ასევე შეხვდა ჭყონდიდელის დასახლების, ბათუმის, კლდიაშვილის, ფალიაშვილის, თბილისისა და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს. პაატა მხეიძემ ადგილობრივებთან თვითმმართველობის შექმნიდან დღემდე ქალაქში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა. „მე ვპირდები მოსახლეობას, რომ თითოეული პრობლემა განხილული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს დონეზე, საჭიროების შემთხვევაში ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მათი გადაჭრის გზებზე მუშაობას საარჩევნო პერიოდშივე დავიწყებთ. მადლობა რუსთავის მოსახლეობას მოსმენისთვის, გაკეთებულის დანახვისთვის, ახლის ერთად კეთების მზაობისთვის. შეხვედრების 4 დღის ბოლოს, მათი კეთილგანწყობის ფონზე, გაორმაგებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. „ ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ერთად, სწრაფი განვითარებით თანამედროვე რუსთავის აშენებას“, - განაცხადა პაატა მხეიძემ. (NS)
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)