|
2016-08-25 17:57:04, 824 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: „ნაციონალების“ პირველი ოცეული ბრძოლისუნარიანია და მმართველ გუნდს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ადამიანები საკუტარი საქმის პროფესიონალები არიან და საპარლამენტო არჩევნებზე წარმატების მიღწევა შეუძლიათ. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარტიული საარჩევნო სიის პირველი ოცეული ბრძლისუნარიანია და ის მმართველ გუნდს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. შეიძლება, ამ ადამიანების ფასეულობები ზოგიერთისთვის მისაღებია და ზოგიერთისთვის მიუღებელი, მაგრამ ისინი საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან და ეს ადამიანთა ჯგუფი მკვეთრად გამოხატული პროდასავლური ფასეულობების მატარებელია. სწორედ ეს არის მთავარი. ჩემი აზრით, ამ ოცეულიდან გმაომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იქნება მეორე ძალა, რომელსაც სოლიდური ფრაქცია ეყოლება. არ დაგვავიწყდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პირველი პოლიტიკური ძალა, რომელიც დამარცხების შემდეგ პოლიტიკური არენიდან არ გამქრალა. ქართული დემოკრატიისთვის, ეს გიგანტური წინგადადგმული ნაბიჯია. ამ პარტიაში უკვე ახალი სახეები მოდიან და პარტია სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. ქართული დემოკრატია ტაატით, მაგრამ მაინც მიდის ორპარტიული სისტემისკენ. ეს მმართველ პარტია აიძულებს, რომ ფრთხილად იყოს. სწორედ ამან დაღუპა იგივე სააკაშვილიც. ის სულ სხვანაირად მოიქცეოდა ძლიერი კონკურენტი რომ ჰყოლოდა. ეს დემოკრატიისთვის აუცილებელი ნაბიჯია“, - განაცხადა ცინცაძემ. შეგახსენებთ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. ოცეულის წარდგენა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოხდა. საპარლამენტო უმცირესობის ოცეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. დავით ბაქრაძე; 2. სანდრა რულოვსი; 3. ელენე ხოშტარია; 4. რომან გოცირიძე; 5. ნიკა მელია; 6. გიორგი ტუღუში; 7. ოთო კახიძე; 8. სალომე სამადაშვილი; 9. ირაკლი აბესაძე; 10. სერგი კაპანაძე; 11. სერგო რატიანი; 12. გიორგი კანდელაკი; 13. ლელა ქებურია; 14. აკაკი ბობოხიძე; 15. გიგა ბოკერია; 16. თენგიზ გუნავა; 17. ირმა ნადირაშვილი; 18. მამუკა ჩიქოვანი; 19. თინათინ ბოკუჩავა; 20. გიორგი თევდორაძე.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)