|
2016-08-25 12:44:39, 1017 ნახვა
სამხედრო
ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ სამხედრო მზადყოფნის გამოცხადება დასავლეთის დაშანტაჟებას ემსახურება
ექსპერტი სამხედრო საკითხებში ნიკა ჩიტაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას რუსეთის მიერ სამხედრო მზადყოფნის გამოცხადებასა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მიერ საზღვრის ჩაკეტვის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ყოველივე საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების მიზნით ხორციელდება. როგორც ჩიტაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნული ფაქტი დასავლეთის მიმართულებით შანტაჟს უკავშირდება. „ბუნებრივია, რუსეთის მხრიდან საფრთხე ყოველთვის არსებობს. მით უმეტეს, როდესაც ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე გადმოდიან და უკვე მოსავლის აღებას იწყებენ. მეორეს მხრივ, ის ფაქტი, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით რუსეთის სამხრეთ, დასავლეთ და ცენტრალურ სამხედრო ოლქებში, სამხედრო-საზღვაო ძალებსა და საჰაერო კოსმოსურ ძალებში სრული სამხედრო მზადყოფნაა გამოცხადებული, ეს, ჩემის აზრით, დასავლეთის მიმართულებით შანტაჟს უკავშირდება. ეს გარკვეულწილად საქართველოზსა და საერთაშორისო საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლაცაა. ამავდროულად. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო სწავლებებია დაწყებული. სწორედ კავკასიის რეგიონში აქვს რუსეთს სამხედრო ძალების ყველაზე დიდი კონცეტრაცია - კერძოდ, კავკასიაში რუსეთის 300 000-მდე ჯარისკაცია დისლოცირებული“, - აცხადებს ჩიტაძე. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის შეიერაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება გამოაცხადა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, 25 აგვისტოდან 31 აგვისტომდე რუსეთის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იქნება მოყვანილი. შოიგუს თქმით, შემოწმების მიზანია “შეიარაღებული ძალების მომზადება რუსეთის ფედერაციის ინტერესების დასაცავად ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე საფრთხეების ზრდის ფონზე”.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)