|
2016-08-24 19:42:59, 734 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მესამე სხდომა გამართა
საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ დღეს მესამე სხდომა გამართა. სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი უძღვებოდა, რომელიც, ამავე დროს, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა. შეხვედრაზე გაეცნენ წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებულ ინფორმაციას. სხდომის მონაწილეებმა საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორ ლევან ჩიკვაიძეს მოუსმინეს. საქართველოს ფოსტამ საარჩევნო კომუნიკაციის ხელშეწყობისათვის საარჩევნო ტარიფის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში − 1-ლი სექტემბრიდან 1-ლ ნოემბრამდე − არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საქართველოს ფოსტა სთავაზობს ექსკლუზიურ მომსახურებას − შეღავათიან ტარიფს. შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ყველა საარჩევნო ბლოკს, პარტიასა და მაჟორიტარ კანდიდატს. ამისათვის პოლიტიკურმა სუბიექტებმა საქართველოს ფოსტასთან შესაბამისი ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ. აღსანიშნავია, რომ, სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური სუბიექტებისათვის საფოსტო მომსახურების ტარიფის გაზრდის საკითხი უწყებათაშორისი კომისიის წინა სხდომაზე დაისვა. უწყებათაშორისი კომისია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის იუსტიციის მინისტრის 29 ივნისის ბრძანებით შეიქმნა და მან პირველი სხდომა 13 ივლისს გამართა. დღემდე კომისია ორ კვირაში ერთხელ იკრიბებოდა, სექტემბრიდან კი სხდომები კვირაში ერთხელ ჩატარდება. უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები (შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები; აგრეთვე, მთავარი პროკურორისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი), კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს. უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. საერთო ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 41 რეკომენდაცია შეიმუშავა.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)