|
2016-08-16 10:20:16, 967 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელიამ ზუგდიდის რაიონში ახალი თხილის ბაღი დაათვალიერა
ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ადგილობრივმა ფერმერმა, ზაზა გვათუამ 15 ჰა ფართობზე ახალი თხილის ბაღი გააშენა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერი პროექტში 2016 წელს ჩაერთო და ბაღის გაშენებისათვის 8,925 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან, მარიანა მორგოშიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზაზა გვათუას თხილის ბაღი დაათვალიერა. სამეგრელოს რეგიონში აგროპროექტის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ხეხილის ბაღები 224 ჰა ფართობზე გაშენდა. ხეხილის ახალი ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხეხილის ახალი ბაღები 1,438 ჰა-ზე გაშენდა, რომლის დაფინანსების მოცულობა 7,4 მილიონ ლარს აღემატება. აგროპროექტი „დანერგე მომავალი“ 2015 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა. პროექტის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს. (NS)
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)