19:07 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 09:59:02, 877 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში C ჰეპატიტი აღმოიფხვრება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2016-2020 წლების C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას დაამტკიცებენ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ  პროგრამაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 57 მილიონი ლარი იხარჯება, ხოლო მთლიანად პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უსასყიდლოდ 15 მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს მიიღებს.

„ნამდვილად საამაყოა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში ჩვენ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ და მართლაც ათასობით ოჯახი ასევე ვიხსენით სიღატაკისგან. ჩვენ ამ 4 წლის თავზე მიზნად გვაქვს დასახული, რომ იმფიცირებულების 90% უნდა გვყავდეს უკვე გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% უნდა გვყავდეს განკურნებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, ამ პროგრამაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება 57 მილიონი ლარი, ხოლო მთლიანად პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მიიღებს უსასყიდლოდ 15 მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის განხორციელება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს. პროგრამაში ჩართული არიან "გილიარდი"  და აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ასევე მადლობა გადავუხადო სამთავრობო გუნდს დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით,რომლებიც ახორციელებენ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას. მომავალი 4 წლის განმავლობაში ფაქტობრივად მოხდება ამ დაავადების აღმოფხვრა საქართველოში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics