|
2016-08-15 14:08:55, 770 ნახვა
პოლიტიკა
"თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით პარტიის ხედვები წარმოადგინა
,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" წევრმა და ჯანდაცვის პროგრამის ავტორმა ნიკოლოზ (კოკა) ფრუიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ნარკოპოლიტიკაზე და ამ მიმართულებით ,,თავისუფალი დემოკრატების" ხედვაზე ისაუბრეს. '',,თავისუფალ დემოკრატებს" მიაჩნიათ, რომ სამტრედიაში მომხდარ ტრაგედიაში, რომელსაც 22 წლის ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ქვეყნის სამართალდამცველებს, ასევე სახელმწიფოს, რომელიც ბოლო ათწლეულებია არასწორ ნარკოპოლიტიკას ახორციელებს. ,,თავისუფალი დემოკრატების" აზრით, ქვეყნის ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის, თანასწორობის, ადამიანის უფლებების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპებს. ამისათვის საჭიროა: ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის რეფორმა: ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება (დეკრიმინალიზაცია); ნარკოტიკების გამსაღებლების და გამავრცელებლების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრება; ერთჯერადი მოხმარების მინიმალური დოზის განსაზღვრა; ნარკოტიკების მოხმარებისათვის და მცირე ოდენობის პირადი მოხმარებისთვის, შეძენა/ შენახვისათვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების დიფერენცირება (მაგ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხმარება, ავტოსატრნსპორტო საშუალებების არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა და სხვა). ნარკოდამოკიდებულთა ხარისხიანი სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობა: მკურნალობის, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების პროგრამების ლეგალური ბაზის შემუშავება და რეგულაციების დახვეწა; პროგრამების ფინასური მდგრადობის უზრუნველყოფა გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის პრინციპების გათვალისწინებით; სარეაბილიტაციო (ამბულატორული, რეზიდენტური და ასევე კომუნის ტიპის) ცენტრების სისტემის დაფუძნების ხელშეწყობა; სასჯელაღსრულების სისტემაში მკურნალობის და რეაბილიტაციის სისტემის ცვლილები თანამედროვე პრინციპების გათვალისწინებით. ნარკოტიკების მოხმარების საკითხზე, მათი გამოყენებით გამოწვეულ ზიანზე და რისკებზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება'', - განაცხადა კოკა ფრუიძემ.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)