18:16 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-12 18:10:44, 989 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ეწვევა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკისსურსათის, სოფლის მეურნეობისა და მესაქონლეობის მინისტრის, ფარუკ ჩელიკის ვიზიტის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

უწყების ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება მუდმივმოქმედი კომისიის რიგით მეორე შეხვედრა და  გაიმართება ბიზნესფორუმი.

დაგეგმილია თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრების  მიერ  რეგიონებში  სასოფლო-სამეურნეო ობიექტების დათვალიერება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics