13:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-12 17:16:09, 808 ნახვა

საზოგადოება
მცხეთის ქუჩა მრგვალი ბაღიდან ქობულეთის ქუჩამდე დროებით გადაიკეტება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში მცხეთის ქუჩაზე კაპიტალურ რეაბილიტაციის სამუშაოებს იწყებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები 13 აგვისტოს დაიწყება და 60 კალენდარულ დღეში დასრულდება.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე 16 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით მცხეთის ქუჩა გადაიკეტება მრგვალი ბაღიდან ქობულეთის ქუჩამდე.

მეორე ეტაპზე, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, გადაიკეტება ქობულეთის ქუჩიდან მცხეთის ქუჩის ბოლომდე.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია: შპს „ჰერიო" აწარმოებს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გზის რეაბილიტაციისთვის 767 570,93 ლარია გამოყოფილი.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics