|
2016-08-12 12:45:04, 876 ნახვა
საზოგადოება
სპორტი ჩვენთან ჯობია! - სილქნეტი ყველა რეიტინგული ჩემპიონატის ტრანსლირებას განაახლებს
Premier League , La Liga, ჩემპიონთან ლიგა, ევროპის ლიგა, კალათბურთის, ჩოგბურთის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა Silk Sport არხებზე გავა. სილქნეტის სპორტული კონტენტი სამი არხით მაუწყებლობს Silk სპორტი HD 1, Silk სპორტი HD 2, Silk სპორტი HD 3. არხები თემატურ პაკეტშია თავმოყრილი. Silk Sport პაკეტის დამატებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თვალი ადევნოს ყველა მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას. 13 აგვისტოდან სტარტს აიღებს პრემიერ ლიგა/Premier League, მომავალი კვირიდან კი ლა ლიგა/La Liga შეუერთდება საფეხბურთო სეზონს. სპორტის ქომაგებს Silk Sport არხებზე ასევე ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის და ჰოლანდიის ლიგის მატჩები ელით. კალათბურთის მოყვარულებისთვის NBA და ევროლიგის მატჩების ტრანსლირება იგეგმება, ასევე 15 აგვისტოდან ATP World Tour „მასტერსის“/Masters ტურნირები განახლდება არხზე Silk Sport HD3, სადაც მსოფლიო დონის საუკეთესო ჩოგბურთელები იასპარეზებენ. Silk TV-სერვისის ინტერაქტიულობა სპორტის ყველა სახეობის გულშემატკივარს დამატებით კომფორტს უქმნის. ერთდროულად სხვადასხვა არხზე გასული სპორტული მოვლენების თვალის მიდევნება შესაძლებელი ხდება HD ხარისხით, გადახვევა- დაპაუზების ფუნქციით. ამ სპორტულ ჩემპიონატებს „სილქ უნივერსალის“ მაყურებელიც იხილავს. ეს არხი SilkTV-ის გარდა, ციფრულ მაუწყებელშია განთავსებული და ხელმისაწვდომია უფასოდ დეციმეტრული სიგნალით, მათ შორის სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზეც. როგორც Silk სპორტული არხები (Silk სპორტი HD 1, Silk სპორტი HD 2, Silk სპორტი HD 3), „სილქ უნივერსალიც“, მსოფლიოს წამყვანი ჩემპიონატებისა და ტურნირების რეტრანსლირებას ქართულ ენაზე ახდენს. შექმნილია Silk TV აპლიკაცია, რაც ანდროიდის და სმარტფონის მოწყობილობებისთვის თვეში 4 ლარად სერვისის გააქტიურების შესაძლებლობას ქმნის. პაკეტში შედის Silk Sport არხებიც: Google Play Store https://play.google.com/store/apps/details?id=com.qarva.ottplayer&hl=en; - ანდროიდ სმარტ მობილურებზე და ტაბებზე ჩაერთეთ სილქნეტის ქსელში, დაიმატეთ Silk Sport არხები ან გაიაქტიურეთ სერვისი მობილურ მოწყობილობებზე. დეტალური ინფორმაციისთვის ფუნქციონირებს 24საათიანი ცხელი ხაზი 2 100 100.
(R)
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)