|
2016-08-11 20:37:24, 909 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და მინისტრის პირველმა მოადგილე ლელა ჩიქოვანმა საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. ელჩთან შეხვედრისას თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი. ლევან იზორიას თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ევროკავშირის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მონაწილე. აღინიშნა, რომ ქართული მხარე, ისევ და ისევ ევროკავშირის ეგიდით, უახლოეს მომავალში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოცეულის დონის ქვედანაყოფის გაგზავნას გეგმავს. ქართული ოცეული აფრიკის კონტინენტზე ფრანგულ კონტინგენტთან ერთად შეასრულებს მისიას. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებული როლიც უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით რუსული მცოცავი ოკუპაციის ფონზე. იანოშ ჰერმანმა მასპინძელ მხარეს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით საქართველო მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის პოლიტიკის არამხოლოდ მომხმარებელი, არამედ მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ხდება.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)