|
2016-08-10 12:47:20, 1076 ნახვა
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: პრეზიდენტმა რეფერენდუმთან დაკავშირებით პოლიტიკურად მცდარი ნაბიჯი გადადგა
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე უარის თქმით, საკუთარი ნდობის კრედიტი დახარჯა. როგორც ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოიქცა არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც საზოგადო მოღვაწე - თავისი ფასეულობების სისტემის შესაბამისად. „პრეზიდენტის მხრიდან რეფერენდუმის ჩატარებაზე უარის თქმა არ იყო გასაკვირი. რაც შეეხება საკუთრივ ამ გადაწყვეტილება, პრეზიდენტი ამ სიტუაციაში მოიქცა არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგოც საზოგადო მოღვაწე - თავისი ფასეულობების სისტემის შესაბამისად. პრეზიდენტმა ამ სიტუაციაში, ისედაც საკმაოდ მყიფე ნდობის კრედიტი პოლიტიკური გაგებით, საკმაოდ არასწორად დახარჯა. შესაძლო პოლიტიკური კრიზისის პერიოდში მარგველაშვილისთვის ნდობის ხარისხი, როგორც კრიზის მენეჯერისთვის საჭირო იყო. ჩემი აზრით, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორები კიდევ უფრო გააძლიერა. აქედან გამომიდნარე, პრეზიდენტს შეეძლო პატივი ეცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილს განსხვავებული ღირებულებები გააჩნია. გარდ ამისა, მარგველაშვილს შეეძლო რეფერენდუმის ჩატარება აეცილებინა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის და ის იანვარში დაენიშნა. ამით პრეზიდენტი თავიდან აიცილებდა იმას, რომ არჩევნების წინ რეფერენდუმის არჩატარება არ გახდებოდა განსახილველი თემა და ინიციატორებში სიძულვილს არ გამოიწვევდა. ეს ყველაფერი გიორგი მარგველაშვილის ლეგიტიმაციას ასუსტებს. შესაბამისად, მე შემიძლია, მარგველაშვილის პოზიცია გავიზიარო, როგორც საზოგადო მოღვაწის გადაწყვეტილება, მაგრამ პოლიტიკურად, მცდარი ნაბიჯი იყო, რაც, სამწუხაროდ, გარკეული პერიოდის შემდეგ გამოჩნდება“, - განაცხადა ხუხაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება - გადაწყვეტილება ამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გაახმოვანა.
ზელენსკი - პუტინი „ნულოვანი პაციენტია“, რომელიც ომის იდეას მთელ მსოფლიოში ავრცელებს
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)