|
2016-08-10 10:53:29, 747 ნახვა
საზოგადოება
კუს ტბის საბაგირო გზის რეაბილიტაცია სექტემბრის პირველ ნახევარში დასრულდება
თბილისის მერია და „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ კუს ტბის საბაგირო გზის რეაბილიტაციას სექტემბრის პირველ ნახევარში დაასრულებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სულ მალე ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთში იქნება შესაძლებელი. მათივე ცნობით, რამდენიმე თვეა კუს ტბის საბაგიროს რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილეებთან - გიგა ნიკოლეიშვილთან და ირაკლი ლექვინაძესთან, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალურ დირექტორთან, ნუგზარ ჭეიშვილთან, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან, მამუკა მუმლაძესთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო და კონტრაქტორ კომპანიას კონკრეტული დავალებები მისცა. მშენებლობას კომპანია „ბაგირმშენი“ ახორციელებს. საბაგიროს ორივე (ქვედა და ზედა) შენობაში ინტენსიური სარემონტო სამუშაოები ტარდება. ამ ეტაპზე შეიცვალა გამწევი ბაგირი. დამონტაჟდა საბაგირო გზის მართვის თანამედროვე პულტი. კუს ტბის საბაგირო გზაზე თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ორი გონდოლა მოემსახურება. თითო გონდოლით 10-12 ადამიანი შეძლებს მგზავრობას, მათ შორის, ერთი მუდმივი გამცილებელი. გონდოლები შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის ადაპტირებული იქნება. ველოსიპედის მოყვარულთათვის კი სპეციალური ველო-საკიდებია დამონტაჟებული. გონდოლები კაპიტალურად გარემონტდა, თუმცა ძველი იერსახე შეუნარჩუნდა. კუს ტბის საბაგირო გზა გახსნამდე სატესტო რეჟიმში ამუშავდება და კონტროლს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახური გაუწევს. სექტემბრის პირველ ნახევარში კი საბაგირო გზა ოფიციალურად გაიხსნება და დღის განმავლობაში საშუალოდ 2000-მდე მგზავრს მოემსახურება. კუს ტბის საბაგირო ზაფხულის თვეებში დილის 08:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე იმუშავებს, ზამთარში კი დილის 08:00-0 საათიდან ღამის 10:00 საათამდე. კუს ტბის საბაგირო გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარი დაიხარჯება. (NS)
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)