|
2016-08-07 10:27:55, 814 ნახვა
საზოგადოება
ბეშუმში ტრადიციული დღესასწაული „შუამთობა" გაიმართა
ბეშუმში ტრადიციული დღესასწაული „შუამთობა" გაიმართა. წელს პირველად ტრადიციულ დღესასწაულს შუამთობას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის რანგში ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაესწრო. ზურაბ პატარაძე და გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივ და მოწვეულ საზოგადო მოღვაწეებთან ერთად შუამთობის დღესასწაულზე გამართულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს დაესწრნენ. საზეიმო ღონისძიებებში ჩართული იყვნენ ადგილობრივი ფოლკლორული და შემოქმედებითი კოლექტივები. საკონცერტო ნაწილის შემდეგ გაიმართა სპორტული შეჯიბრი სხვადასხვა სახეობაში. ტრდიციულად გამოვლინდა ფალავანი და გაიმართა დოღი. ჩატარდა შეჯიბრებები მკლავჭიდში, რომელშიც ჩამოსული სტუმრები ჩაერთვნენ. ბეშუმობის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება ახალდაქორწინებულთა დაწინდვა-დალოცვის ცერემონიალია. დაოჯახებულ წყვილს ოფიციალურმა სტუმრებმა მიულოცეს და ახალდაქორწინებულებს სიმბოლური საჩუქარი გადასცეს. შუამთობა ხულოს მუნიციპალიტეტსა და ადიგენს შორის არსებულ ბეშუმის მთაზე აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება. გაზაფხულზე მეცხოველეები პირუტყვს მასიურად მიერეკებიან მთაში და იქ რჩებიან აცივებამდე. მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადგილობრივები ორი-სამი დღით მიდიან მთაში ნათესავების მოსანახულებლად. ნელ-ნელა ასეთი შეხვედრები ტრადიციად იქცა, რომელიც დროთა განმავლობაში საერთო-სახალხო დღესასწაულსა და შთამბეჭდავ ზეიმში გადაიზარდა. მას ხალხმა უბრალოდ „შუამთობა" უწოდა, რაც ზუსტად ესადაგება ამ დღესასწაულის გამართვის ადგილსაც და მის საერთო შინაარსს. აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას კი მემთეურები მთაში ასვლას მეცნიერებთან, მწერლებთან, ხელოვნების გამორჩეულ მუშაკებთან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან და კუთხიდან ჩამოსულ ადამიანებთან, უცხოელი ტურისტებთან ერთად აღნიშნავენ. ბეშუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 17 ივლისს გაიხსნა. მიმდინარეობს შარშანდელი დაპირების შესრულება და ფაქტიურად, წელს პირველად განახლდა საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემა, დაწყებულია გარე განათების და სხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელება. ასევე გზის მოხრეშვითი სამუშაოები.
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)