|
2016-08-06 09:07:49, 916 ნახვა
პოლიტიკა
“ქართულმა ოცნებამ“ კახეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა თელავში კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. თელავისა და ყვარლის გაერთიანებულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილია. „ირაკლი სესიაშვილი პირველივე დღიდან „ქართული ოცნების" გუნდის წევრია. პარლამენტში ხელმძღვანელობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს. უწესიერესი კაცია. ასე რომ, თელაველებს და ყვარლელებს გეყოლებათ ძალიან გამოცდილი და საამაყო წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში“, - აღნიშნა პრემიერმა. სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილია. „იგი ასევე არის „ქართული ოცნების" გუნდის წევრი. ის პროფესიით იურისტია და გახლავთ კახეთის გუბერნატორი. ზედმიწევნით იცის კახეთის პრობლემები. ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროდან არის. ძალას არ დაიშურებს სიღნაღელების და დედოფლისწყაროელებისთვის და ყველაფერს გააკეთებს პარლამენტში მათი ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. ახმეტაში „ქართულ ოცნებას" წარადგენს გელა სამხარაული. „გელა სამხარაული უკვე გამოცდილი პარლამენტარია. წესიერი, პატრიოტი კაცია, რომელსაც უზომოდ უყვარს ჩვენი სამშობლო“, - არნიშნა პარტიის თავმჯდომარემ. ლაგოდეხში ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილია. „იგი პროფესიით იურისტია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაფუძნებელი-წევრია. გახლავთ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი შიდა ქართლის რეგიონში. მას ასევე, საბანკო სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ლაგოდეხელებს ღირსეული წარმომადგენელი ეყოლებათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში“,- განაცხადა პრემიერმა. გურჯაანში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია დავით სონღულაშვილი. „იგი პროფესიით ეკონომისტია. განათლება აქვს მიღებული მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში და ამასთან, გრენობლის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრია. მუშაობდა წამყვან პოზიციებზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. დავით სონღულაშვილი წარმატებული ახალგაზრდაა და სწორედ ის გააგონებს მთელს საქართველოს გურჯაანელების ხმას პარლამენტიდან“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. რაც შეეხება საგარეჯოს, იქ „ქართული ოცნების" კანდიდატი რომან მუჩიაშვილია. „იგი ფინანსისტია. საკუთარი პროფესიით მოღვაწეობს მრავალწლიანი გამოცდილებით. საგარეჯო და საგარეჯოელები დიდი გულშემატკივრით იამაყებენ მომავალი 4 წლის განმავლობაში. ბატონ რომანს აქვს ასევე მდიდარი გამოციდლება კერძო სექტორში და ის აუცილებლად გამოიყენებს ამ გამოცდილებას თითოეული საგარეჯოელის ინტერესების დასაცავად საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
აშშ-მ პოლონეთში 4000-ზე მეტი სამხედროს განთავსება გააუქმა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)