15:57 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 18:22:12, 814 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაციაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „TIKA-ს“ თბილისის ოფისის კოორდინატორ მუსტაფა ქორქმაზს უმასპინძლა.

აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვახტანგ ყოლბაიამ მუსტაფა ქორქმაზს მადლობა გადაუხადა თურქეთის მთავრობის მიერ წლების განმავლობაში დევნილების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტებისათვის.

მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა მუსტაფა ქორქმაზს განუცხადა, რომ აფხაზეთის მთავრობა განსაკუთრებით აფასებს იმ წვლილს, რომელიც თურქულმა მხარემ დევნილი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნაში შეიტანა. ეს ეხება როგორც გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში სამკერვალო მინი-ფაბრიკის წარმოებაში გაშვებას, ასევე თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოსული პაციენტებისა და მათი თანმხლები პირების განსათავსებელი ობიექტის გახსნას.

აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თანამშრომლობის ახალ გეგმებზეც ისაუბრა, რომელიც მისი აზრით, მომავალშიც გაგრძელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მუსტაფა ქორქმაზს აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელი გადაეცა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics