14:37 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 16:22:21, 700 ნახვა

საზოგადოება
ქვემო ფონიჭალაში რუსთავის გზატკეცილის გასწვრივ არსებული ბულვარი აღდგება

ქვემო ფონიჭალაში რუსთავის გზატკეცილის გასწვრივ არსებული ბულვარი აღდგება.

კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით,  ბულვარის ესკიზები მოსახლეობას კრწანისის გამგებელმა, გიორგი კოპალეიშვილმა და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში, ბექა ნაცვლიშვილმა გააცნეს.

მათივე ინფორმაციით, ბულვარში მოეწყობა ახალი დეკორატიული განათება და გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის, განთავსდება ტრენაჟორები.

სავალი ნაწილი კაუჩუკის საფარით დაიფარება. პროექტით გათვალისწინებულია ტერიტორიის გამწვანება და სარწყავი სისტემის დამონტაჟება. ბულვარის კეთილმოწყობის სამუშაოები სექტემბერში დაიწყება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგო მეთოფიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
BOG-ის მხარდაჭერით, 25 სექტემბერს UWC-ის სტიპენდიებზე საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics