00:18 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 14:28:33, 893 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია: მე ვარ ძალიან პრინციპული პოლიტიკოსი

„ მე ვარ პოლიტიკოსი და თამამად მინდა გითხრათ, რომ ვარ ძალიან პრინციპული“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

იზორიამ საფუძველს მოკლებული უწოდა იმ შეფასებას, რაც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მუშაობას უკავშირდება.

„პოლიტიკოსიც შეიძლება იყოს უპრინციპო, ლაპარაკობდეს ბევრს და საქმეს აკეთებდეს ნაკლებს. მაგრამ, შეიძლება, იყოს მენეჯერი, რომელიც ნაკლებს ლაპარაკობდეს, მაგრამ იყოს ძალიან დიდი საქმის გამკეთებელი. ამიტომ ეს არგუმენტები ჩემთვის ყოვლად გაუგებარი და რაციონალურ საფუძველს მოკლებულია. მე ვარ პოლიტიკოსი. მინდა, თამამად გითხრათ, რომ ვარ ძალიან პრინციპული“, -განაცხადა იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics