12:35 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 11:51:23, 1243 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ლარის კურსთან დაკავშირებით ხელოვნური ჩარევა არ ხდება

„ლარის კურსი  მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე დგება“, - ასე უპასუხა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, - „ვიზიტორების რეკორდული რაოდენობის მიუხედავად, რატომ არის ლარის კურსი კვლავ  მაღალ ნიშნულზე.“

ქუმსიშვილის თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით ხელოვნური ჩარევა არ ხდება.

„ლარის კურსი დგება მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე, შესაბამისად მოთხოვნა-მიწოდება ადგენს ლარის კურსს. ხელოვნური ჩარევა არ ხდება“,-განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3484 ლარი ღირს. რაც შეეხება ევროს, დღევანდელი კურსით, მისი შეძენა 2.6288 ლარად არის შესაძლებელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics