|
2016-07-30 11:18:38, 1175 ნახვა
ეკონომიკა
ლევან კალანდაძე ლარის კურსზე: ყველაფერი სავალუტო შემოდინებებზე იქნება დამოკიდებული
ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძის განცხადებით, თუ ქვეყანა შეძლებს, სავალუტო ნაკადების შემოდინების მაქსიმალურ შენარჩუნებას, სრულიად შესაძლებელია, ლარმა სტაბილურობის დღეს არსებული ნიშნული შეინარჩუნოს. როგორც კალანდაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ყველაფერი სავალუტო შემოდინებებზე იქნება დამოკიდებული. „ლარის სტაბილურობისა და გამყარების უზრუნველსაყოფად რამდენიმე პირობის დაცვაა საჭირო. პირველ რიგში, ეს არის ქვეყანაში სავალუტო ნაკადის შემოდინებების შენარჩუნება უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ იმპორტში ზრდა გვაქვს, ექსპორტში კი კლება. ეს არის რისკის შემცველი მაჩვენებელი. ჩვენ გვაქვს ინფლაციის საკმაოდ დაბალი დონე, რაც ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელების საშუალებას იძლევა.ეროვნული ბანკი ასეც მოიქცა. როგორც მოგეხსენებათ, ორიოდე დღის წინ, მონეტარულმა კომიტეტმა კიდევ 0.5 პუნქტით დაწია განაკვეთი. ამას ემატება ისიც, რომ აგვისტო– სექტემბერი ტურისტული თვალსაზრისით აქტიური პერიოდია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები სტანდარტულ მდგომარეობაზე გაცილებით მეტია. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც სავალუტო შემოდინებებზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა კალანდაძემ. ამასთან, ექსპერტი აცხადებს, ლარის გამყარებასთან დაკავშირებული პროგნოზის გაკეთება რთულია. „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზირისით, ჩვენ პირველ კვარტალში საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელი გვქონდა. მეორე და მესამე კვარტალში კი, წინა პერიოდებთან შედარებით, ზრდის გარკვეული დონე დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ვისაუბროთ სტაბილიზაციის სასურველ დონეზე. გამყარებაზე საუბრისგან მე მაინც თავს შევიკავებ. ლარს დღეს წონასწორობის კურსი აქვს არჩეული, რომელიც ნაკლებად ასახავს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანაშია“, - აღნიშნა კალანდაძე. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ლარი სტაბილურობისა და გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს. „მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაშიც და მომავალშიც ლარი სტაბილურობისა და გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს“, - განაცხადა ხადურმა.
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)