|
2016-07-26 13:11:44, 786 ნახვა
საზოგადოება
ფარნავაზ მეფის გამზირის მიმდებარედ თანამედროვე სკვერი მოეწყობა
კომპანია „პროდიუს ინვესტი“ საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის გამზირის მიმდებარედ თანამედროვე სკვერს მოაწყობს - შესაბამის მემორანდუმს საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და კომპანიის ხელმძღვანელმა ამირან წკრიალაშვილმა მოაწერეს ხელი. მერიის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერას დიდი დიღომი-ვაშლიჯვრის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, რომლებიც პროექტის განხორციელებაში ყველა ეტაპზე ჩართულები იქნებიან. ბექა მიქაუტაძის განცხადებით, სასიამოვნოა, რომ მის შეთავაზებას ბიზნესისადმი, ჩართულიყვნენ რაიონის კეთილმოწყობის აქტივობებში, კიდევ ერთი გამოხმაურება მოყვა და უკვე სახეზეა კონკრეტული პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. „მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გადაწყვეტილებისათვის, რომ დიდ დიღომს კიდევ ერთი ლამაზი და ახალი სკვერი შემატოთ. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, რომელიც აქტიურად არის ჩართული გამგეობის კონკრეტულ სამუშაოებში და ეს თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოტივატორია“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. კომპანია „პროდიუს ინვესტის“ ხელმძღვანელის განცხადებით, სკვერის კონცეფციასა და პროექტს ისინი უახლოეს დღეებში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან ადგილზე განიხილავენ და ყველასათვის მისაღებ ვერსიას ერთად შეარჩევენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)