|
2016-07-25 17:04:53, 754 ნახვა
საზოგადოება
IDFI: 2015 წელს ირაკლი შოთაძის ანაზღაურებამ 113 070 ლარი შეადგინა
ამჟამინდელი მთავარი პროკურორის ირაკლის შოთაძის შრომის ანაზღაურებამ 2015 წელს 113 070 ლარი შეადგინა, საიდანაც პირველი მოადგილის თანამდებობაზე (იანვარი-ნოემბერი) მიღებული აქვს 103 290 ლარი, ხოლო მთავარი პროკურორის თანამდებობაზე (დეკემბერი) 9 780 ლარი. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“IDFI-დან აცნობეს. მათივე ცნობით, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3520 ლარს. შესაბამისად, ირაკლი შოთაძის 2015 წლის შრომის ანაზღაურებიდან 42630 ლარი წარმოადგენს თანამდებობრივ სარგოს, ხოლო 70 440 ლარი პრემიასა ან/და დანამატს. 2014 წელს ირაკლი შოთაძეს პირველი მოადგილის თანამდებობაზე მიღებული აქვს 91 040 ლარი, საიდანაც სარგო შეადგენს 42 240 ლარს, ხოლო პრემია/დანამატი - 48 800 ლარს. „მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის შრომის ანაზღაურებამ 2015 წელს შეადგინა 111 240 ლარი. მოადგილის ყოველთვიური სარგო განსაზღვრულია 3 400 ლარის ოდენობით. შესაბამისად 111 240 ლარიდან 40 800 წარმოადგენს თანამდებობრივ სარგოს, ხოლო 70 440 ლარი პრემია/დანამატს. 2014 წელს გიორგი გოგაძის შრომის ანაზღაურებამ 89 892 ლარი შეადგინა“,-აცხადებენ თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)