|
2016-07-25 15:07:48, 714 ნახვა
საზოგადოება
ავლაბრისა და მახათას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა
სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე იმყოფებოდნენ. დავით ნარმანია შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული გზის გაკეთება წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც შესრულდა. „ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, რომელიც ორ უბანს, ავლაბარსა და მახათას ერთმანეთთან აკავშირებს. აქ გზა არასდროს ყოფილა და შესაბამისად ნულიდან მოხდა მისი მოწყობა. სამებისა და მახათას ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზის გაკეთება იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ქალაქის ეს ნაწილი საგრძნობლად ვითარდება, ხალხი გადმოდის საცხოვრებლად და შესაბამისად აუცილებელია მათთვის კომფორტის შექმნა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. აღნიშნულ გზაზე დაიგო ასფალტის საფარი, დამონტაჟდა კიუეტები, ასევე მოეწყო ტროტუარები. მიმდინარე ტერიტორიაზე სავალი გზა არასდროს ყოფილა. სამუშაოები ნულიდან დაიწყო და კაპიტალურად მოეწყო. გზის კაპიტალური მშენებლობის სამუშაოებს შ.პ.ს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აწარმოებდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)